რუბრიკები
ზუგდიდელი ახალგაზრდები ქალაქის მერს შეხვდნენ (ვიდეო)
მერიის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს წევრები პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მერსა და საკრებულოს თავჯდომარეს შეხვდნენ.  სტუდენტებმა  მათ ერთობლივად შემუშავებული ინიციატივა გააცნეს, როგორიც არის  საინფორმაციო სტენდის შექმნა და ქალაქსა და სოფელს შორის ავტოტრანსპორტის  პრობლემების მოგვარება. ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ აღნიშნა, რომ ისინი შესაბამის სამსახურებთან ერთად განიხილავენ სტუდენტების ინიციატივას და სტენდის ნიმუშებს.  მისი თქმით, შერჩეული ვარიანტი ქალაქის იერ-სახეს და ურბანულ განვითარებას  უნდა შეესაბამებოდეს. ქალაქის მერია, ასევე ითანამშრომლებს ახალგაზრდებთან ყველა გამოვლენილი საჭიროების ერთობლივი კომუნიკაციის ფარგლებში მოსაგვარებლად. რაც შეეხება ავტოტრანსპორტის პრობლემას, სტუდენდებმა ამ თემასთან დაკავშირებით 600-მდე ადამიანი გამოკითხეს,  გამოკითხულთაგან-  209 ადამიანი ავტოტრანსპორტის მუშაობით უკმაყოფილოა და ისურვებდა,რომ ქალაქსა და სოფელს შორის ბოლო რეისი ღამის 21 საათზე შესრულდეს. "რეალურად ზუგდიდის მუნიციპალიტეტს,მუნიციპალური ტრანსპოტი არ ჰყავს, რაიონის გამგებელთან და სხვადასხვა საელჩოებთან ერთად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ახლო მომავლში ჩვენ აუცილებლად შევიძენთ სამარშრუტო ტრანსპორტს და ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება .“- აცხადებს ქალაქის მერი  ირაკლი გოგოხია.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელ ია ანთაძის თქმით, ეს პროექტი მათთვის ამბიციური გამოწვევაა და თუკი ახალგაზრდული სათათბირო ორგანო შეიქმნება, ეს მერს და სტუდენტებს შორის სისტემურ თანამშრომლობას ნიშნავს. „მერები არ გვიქმნიან ურთიერთობის პრობლემას. არა თუ არ გვიქმნიან, გვეხმარებიან ახალგაზრდების გააქტიურებაში. გაგებით ეკიდებიან იმ პრობლემებს, რაზეც სტუდენტები საუბრობენ“, - აღნიშნა ია ანთაძემ. პროექტის „მერის სათათბირო ორგანოს ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება“,  მხარდამჭერია საარჩევნო სისტემების სწავლების ცენტრი და პროექტს სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ახორციელებს.  
Print