ზუგდიდში „ოკუპაციის კვირეული“ ფილმის ჩვენებით გაიხსნა (ვიდეო)
17:04 / 20.02.2015
ზუგდიდში, კინოთეატრ ატრიუმში" იუნკერი ქალის- მარო მაყაშვილის შესახებ გადაღებული ფილმის"გაფითრებული თებერვლის ლანდი" ჩვენება გაიმართა. ჩვენებას ქალაქის სკოლების უფროსკლასელები და სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ. ფილმი, 1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მარო მაყაშვილის ბიოგრაფიას ასახავს.
ფილმის ჩვენების შემდეგ ფილმის დამდგმელ რეჟისორთან, გია ჭუბაბრიასთან დისკუსია გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თბილ გარემოში წარიმართა. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, ფილმის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებებს, ოკუპაციის კვირეულის განმავლობაში ტილოზე გადაიტანენ.
მასალის გამოყენების პირობები