რუბრიკები
ოსკარები 2015-ის გამარჯვებულები ცნობილია
ოსკარები 2015-ის გამარჯვებულები ცნობილია. ჰოლივუდში, დოლბის თეატრში დაჯილდოების ცერემონიალი დასრულდა. გამარჯვებულები: საუკეთესო ფილმი - ბერდმენი. აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ახალგაზრდობა, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი, შეპყრობილი, სელმა, ამერიკელი სნაიპერი, იმიტაციის თამაში და ყველაფრის თეორია. საუკეთესო რეჟისორი - ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ(ბერდმენი). ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - რიჩარდ ლინკლეიტერი (ახალგაზრდობა), ბენეტ მილერი(მელიებზე მონადირე), უეს ანდერსონი (სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი) და მორტენ ტილდუმი (თამაშის იმიტაცია). საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ედი რედმეინი (ყველაფრის თეორია) აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - სტივ კარელი (მელიებზე მონადირე), მაიკლ კიტონი (ბერდმენი), ბენედიქტ ქამბერბაჩი (იმიტაციის თამაში) და ბრედლი კუპერი (ამერიკელი სნაიპერი). საუკეთესო მსახიობი ქალი - ჯულიანა მური (კვლავ ელისი) აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - მარიონ კოტიარდი(ორი დღე, ერთი ღამე), როზამუნდ პაიკი(გაუჩინარებული ქალი), ფელისითი ჯონსი (ყველაფრის თეორია) და რიზ უიზერსპუნი (ველური). მეორეხარისხოვანი როლი, მამაკაცი - ჯეი ქეი საიმონსი (შეპყრობილი) ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - რობერტ დიუვალი (მოსამართლე), მარკ რუფალო (მელიებზე მონადირე), ითან ჰოუკი (ახალგაზრდობა) და ედვარდ ნორტონი (ბერდმენი). მეორეხარისხოვანი როლი, ქალი - პატრისია არკეტი (ახალგაზრდობა) ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - ემა სტოუნი (ადამიანი ჩიტი), ლორა დერნი (ველური), მერილ სტრიპი (ტყეში) და კირა ნაითლი (თამაშის იმიტაცია). ანიმაციური ფილმი - დიდი გმირი 6. ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - ზღვის სიმღერა, მონსტრების ოჯახი, პრინცესა კაგუიას ამბავი, როგორ მოვარკულოთ დრაკონი 2. ოპერატორის საუკეთესო ნამუშევარი - ემანუელ ლუბეცკი (ბერდმენი) ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ: რობერტ იომანი (სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი), ლუკაზ ზალი და რიზარდ ლენჩევსკი (იდა), დიქ პოუპი (მისტერ ტერნერი), როჯერ დიკინსი (გაუტეხავი). კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი - მილენა კანონერო (სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი). ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - მარკ ბრიჯისი(თანდაყოლილი ნაყლი), კოლინ ეტვუდი(ტყეში), ანა შეპარდი და ჯეინ კლივი (მალეფისენტი), ჟაკლინ დიურანი (მისტერ ტერნერი). საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - მეოთხე მოქალაქე. ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ვივიენ მაიერის პოვნა, უკანასკნელი დღეები ვიეტნამში, დედამიწის მარილი და ვირუნგა. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - პაველ პავლიკოვსკის "იდა". ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ანდრეი ზვიაგინცევის "ლევიათანი", ზაზა ურუშაძის "მანდარინები", სისაკო აბდერაჰმანის "ტიმბუკტუ" და დამიან შიფრონის "ველური ზღაპრები". საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა - სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი. ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო ფილმები - მელიებზე მონადირე და დედამიწის მცველები. საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - იმიტაციის თამაში. ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ამერიკელი სნაიპერი, თანდაყოლილი ნაკლი, ყველაფრის თეორია და შეპყრობილი. საუკეთესო ორიგინალი სცენარი - ბერდმენი. ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ახალგაზრდობა, მელიებზე მონადირე, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი და ნაითქროლერი. ოსკარების 87-ე დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სიის ხილვა ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.
Print