რუბრიკები
Apple ევროპაში 1.7 მილიარდ ევროს დებს
Apple 1.7 მლრდ ევროს ჩადებს ევროპაში. ამ ფულით ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი 2017 წლისთვის ორი დატა-ცენტრის აშენებას აპირებს და მათი ელექტრომომარაგებისთვის ენერგიის განახლებადი წყაროები იქნება გამოყენებული. ინფორმაციის დამუშავების ცენტრების გამოყენება Apple-ის ევროპელი კლიენტების ონლაინ-მომსახურებისთვის იგეგმება. ეს პროექტი ყველაზე მსხვილია, რაც ამერიკულ კომპანიას ევროპაში განუხორციელებია. ირლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ შედეგად, რეგიონში, 10%-იანი უმუშევრობით, მინიმუმ 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
Print