საპროტესტო აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასთან (ვიდეო)
13:15 / 24.02.2015
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის შენობასთან მსჯავრდებულების ბესიკ გოგოლისა და დავით სიჭინავას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ოლქის პროკურორთან გიზო უბილავასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ბესიკ გოგოლი და დავით სიჭინავა პოლიციამ, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გასული წლის 19 აგვისტოს,ხობში დააკავა.ორი თვის წინ ფოთის სასამართლომ ბრალდებულებს 8 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.განაჩენი ოჯახის წევრებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულები უდანაშაულონი არიან და" ნარკოტიკი მათ პოლიციამ ჩაუდო".
"მაშინ გვითხრეს,ახლა არ იხმაუროთ და ჩვენ ყველაფერზე წამოვალთ, საპროცესოს გაგიფორმეფთო. მაშინ დავთახმდით, რადგან სიმართლეს მაინც ვერ დავამტკიცებდით. დღემდე ეს დაპირება არ შესრულებულა... 2 მარტს არის ჩანიშნული პროცესი , ვნახოთ რა მოხდება, სიმართლის დასამტკიცებლად ყველა ღონეს ვიხმართ. შიმშილობასაც დავიწყებთ ", - ამბობს ბესიკ გოგოლის დედა ნინო გოგოლი.
საპროტესტო აქციაზე დავით სიჭინავას არასრულწლოვანი შვილიც იმყოფებოდა. ის "მამის დაბრუნებას" და სიმართლის დადგენას ითხოვს.
დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თუ უახლოეს მომავალში სიმართლე არ გაირკვევა და მათი შვილებს არ გაათავისუფლებენ, პროტესტის უკიდურეს ზომას- შიმშილობას მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები