რუბრიკები
ევროკავშირის კინოფესტივალი 2015 (ვიდეო)
ზუგდიდის კინოთეატრ „ატრიუმში“, ევროკავშირის კინოფესტივალი 2015 ფარგლებში, ფილმი "ველოსიპედით მოგზაურობა საქართველოშო" ჩვენება გაიმართა.  ფილმი ლიტველმა რეჟისორმა გადაიღო და მასში 4 ველომრბოლელი  მონაწილეობს,რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის წარმომადგენლის, კრის ტეილორის თქმით,კინოფესტივალის მიზანია, კინოხელოვნების გზით ევროპული კულტურის მრავალფეროვნებისა და ძირითადი ღირებულებების გაცნობა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა. ფილმების ჩვენება მოეწყობა თბილისში , ქუთაისში , გორში , ფოთსა და ზუგდიდში. დასწრება თავისუფალია. კინოჩვენებები 20 თებერვალს დაიწყო და 1 მარტამდე გაგრძელდება.
Print