რუბრიკები
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზუგდიდის სტადიონის პროექტი განიხილეს
ზუგდიდში ენგურქაღლდ კომბინატის ტერიტორიაზე დაგეგმილი საფეხბურთო სტადიონის პროექტის ესკიზური და არქიტექტურული ნაწილის დეტალური განხილვა  რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შედგა. 

განხილვაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  პროექტების დეპარტამენტის უფროსი გიორგი როინიშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე მენაბდე, ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავა, მერიის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები  და შ.პ.ს. ,,თბილქალაქპროექტის" არქიტექტორები მონაწილეობდნენ. 

უახლოეს დღეებში ქალაქ ზუგდიდის მერიაში საფეხბურთო სტადიონის პროექტის საბოლოო, ესკიზური და არქიტექტურული ნაწილი იქნება წარმოდგენილი.
Print