ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ოკუპაციის ამსახველი საარქივო ფოტომასალის გამოფენა გაიმართა.
ისტორიკოსებმა ბესიკ არახამიამ,არჩილ თოდუამ და იროდი მირცხულავამ საჯარო ლექციაზე თავისუფლებისთვის ბრძოლაში იუნკერთა და იუნკერ ოფიცერთა როლზე,სამეგრელოში 1924 წლის აჯანყებაზე ისაუბრეს და ასევე 1921 წლის 25 თებერვლისადმი მიძღვნილი კოლაუ ნადირაძის და ხუტა ბერულავას ლექსების ინტერპრეტაცია წარმოადგინეს.
ოკუპაციის კვირეული ზუგდიდში 20 თებერვალს კინოთეატრ "ატრიუმში” მარო მაყაშვილზე გადაღებული ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა და 27 თებერვალს დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები