რუბრიკები
ვაშლისა და სტაფილოს ოლადები
დაგჭირდებათ: 1 სტაფილო 1-2 ვაშლი (ჯობია მწვანე) 2 ცალი კვერცხი 2-3 სუფრის კოვზი ფქვილი 1 ჩაის კოვზი ზეთი. მომზადება: გახეხეთ სახეხზე სტაფილო, შემდეგ - ვაშლი, გაამატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და ისევ ურიეთ თავიდან. გააცხელეთ ტაფა და დაასხით მცენარეული ზეთი. კოვზით ამოიღეთ და დადეთ ტაფაზე შესაწვავად. მიირთვით გემრიელად!
Print