რუბრიკები
გალში შესაძლოა ხუთმხრივი შეხვედრების ფორმატი აღდგეს

გალში შესაძლოა 2012 წელს შეჩერებული ხუთმხრივი შეხვედრების ფორმატი აღდგეს. საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

საკითხზე  საგარეო საქმეთა სამინისტრი მუშაობს და მასზე ჟენევაშიც იმსჯელებენ. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ფორმატის აღდგენა გალის მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

განცხადება შეჩერებული ხუთმხრივი შეხვედრების ფორმატის აღდგენის შესახებ  ეუთო-ს წარმომადგენლებმაც გააკეთეს.  შეხვედრები 2012 წელს, მას შემდეგ შეწყდა, რაც სოხუმმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფილი ხელმძღვანელი, საოკუპაციო რეჟიმისთვის მიუღებელი განცხადებების გამო პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

Print