ზუგდიდის არტ გალერეაში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ამ დღისთვის დადგმული ფლეშმობი და ოკუპაციის თემაზე შექმნილი ნახატები წარმოადგინეს. ქალაქ ზუგდიდის მერიამ ოკუპაციის კვირეულის მონაწილე ბავშვებს საჩუქრად სპეციალური სიგელები და "მარო მაყაშვილის დღიურები "გადასცა.
ოკუპაციის კვირეული ზუგდიში 20 თებერვალს იუნკერი ქალზე მარო მაყაშვილზე გადაღებული ფილმის „გაფითრებული თებერვლის ლანდი“ჩვენებით გაიხსნა. 23 თებერვალს ქალაქ ზუგდიდის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა მარო მაყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა მოაწყვეს. კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცები და ოკუპაციის ამსახველი საარქივო ფოტომასალის გამოფენა გაიმართა.
ამავე თემაზე :ზუგდიდში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში გამოფენა გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები