რუბრიკები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ავტომოყვარულებს შეხვდა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტომოყვარულებს შეხვდა.  გუბერნატორმა „დრიფტისა“ და დრაგის მოყვარულებს სასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდა და განუცხადა, რომ უახლოეს მომავალში ავტომოყვარულებისთვის მასშტაბური რეგიონული ტურნირი ჩატარდება. მანამდე კი მათ მომზადება ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე შეეძლებათ. 11014767_939261319418927_424945870_n გუბერნატორის განცხადებით, ადგილზე ინფრასტრუქტურა მოეწყობა და უსაფრთხოების ნორმები სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული. ავტომოყვარულების განცხადებით, მათ აქამდე შეჯიბრის საშუალება რეგიონში არ ქონდათ,რისთვისაც გასვლა სხვა ქალაქებში უწევდათ.  გუბერნატორის ინიციატივით რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდება „Western Drives Club“,სადაც რეგიონის მასშტაბით „დრიფტისა“ და „დრაგის“ მოყვარულები გაერთიანდებიან. ლევან შონია დღესვე ავტომოყვარულების ვარჯიშს დაესწრო.
Print