რუბრიკები
“პაციენტის სკოლის” მეორე შეხვედრა "ქსენონში" (ვიდეო)
ასოციაციის “ქსენონი”ოფისში პროექტის –  “პაციენტის სკოლა” ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. მოქალაქეებს აქ  С ჰეპატიტის შესახებ ინფორმაციას დაწვრილებით აცნობენ. მსგავსი შეხვედრები "ქსენონის" ოფისში თვეში ერთხელ ტარდება და მათში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც С ჰეპატიტი შეეხო. "პაციენტთა სკოლაში", ძირითადად, შემდეგი საკითხები განიხილება: ჰეპატიტის ეტიოლოგია, გენოტიპები, გადაცემის გზები; C ჰეპატიტის მიმდინარეობა; დაავადების ფორმები, გართულებები; C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა; C ჰეპატიტის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და მეთოდები; საქართელოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა/მკურნალობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. "26 თებერვალს ჯანაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აპრილში  ხელი მოეწერება ხელშეკრულებას, რომლის თანახმად,  ქვეყანაში  პრეპარატი "სოფოსბუვირი" შემოვა. აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატთან ერთად, კიდევ უფრო ახალი თაობის პრეპარატი - "ჰარვონი" შემოვა , რომლის ეფექტურობა 100%-თან არის მიახლოებული", - აღნიშნა "ქსენონის" ხელმძღვანელმა ნინო ჯანაშიამ. ასოციაცია ” ქსენონი” აღნიშნულ პროექტს ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ” C ჰეპატიტის დიაგნოსტირება და მკურნალობა – მოქმედებიდან მეტი მოქმედებისკენ, ხელმისაწვდომობიდან მეტი ხელმისაწვდომობისკენ” ფარგლებში ახორციელებს.
Print