რუბრიკები
მხარის გუბერნატორი ფოთელებს შეხვდა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ფოთელებს შეხვდა და  ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარუდგინა. ლევან შონიამ ადგილობრივებს სამომავლო გეგმები, მათ შორის , მალთაყვის პროექტი გააცნო. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ზღვის სანაპირო ზოლზე ახალი ტურისტული ობიექტის მშენებლობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. შეხვედრაზე საუბარი ფოთის მთავარი პრობლემას, წყალმომარაგებასა და კანალიზაციას  შეეხო. გუბერნატორმა ფოთელებს პირობა მისცა, რომ აღინიშნული პრობლემების გადაჭრა წელსვე დაიწყება. მისი თქმით,  სანიაღვრე არხების მშენებლობას და წყალმომარაგებას 80 მილიონი ლარი მოხმარდება.
Print