რუბრიკები
"ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
“ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო ქვეითებისთვის და მძღოლებისთვის!”ასე ეწოდება აქციას, რომელიც დღეს ზუგდიდში ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით გაიმართა. მსგავსი აქციები საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში,გორსა და თელავში მიმდინარეობდა. ზუგდიდში გამართულ ქუჩის აქციაში სტუდენტები, მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩაერთნენ. აქციის მიზანია ქვეითებისა და მძღოლებისთვის იმ წესების შეხსენება, რომლებიც ქუჩებში მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველჰყოფს. აქცია გამოეხმურა ქ.ქუთაისსა და საჩხერეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა. აქცია განხორციელდა ორგანიზაციების “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”,“საქართველოს წითელი ჯვარი” და “იარე ფეხით” პროექტის ფარგლებში. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფი”, ინტერნეტპოტრალი “კვირა”, “მე რეპორტიორი”, ”Financial”, “AutoBild” -ი, ცენტრი “აფხაზეთი”, ასოციაცია “ათინათი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმფიფო უნივერსიტეტი და სხვა.
Print