რუბრიკები
მაიკლ კიტონი “მაკდონალდსელ” რეი კროკს განასახიერებს

The Weinstein Company ოფიციალურად გახდა “დამფუძნებელის” დისტრიბუტორი! საუბარია პროექტზე, რომელიც რეი კროკსა და “მაკდონალდსის” საერთაშორისო ბრენდად ქცევაზე მოგვითხრობს. ray-Kroc-macdonaldsმთავარ როლს კი წლევანდელი კინოდაჯილდოებების ფავორიტი მაიკლ კიტონი ასრულებს!

ფილმის პროდუსერები ჯერემი რენერი და დონ ჰენდფილდი იქნებიან და სურათს FilmNation-თან ერთად უხელმძღვანელებენ. კომპანია გადაღებების დაწყებას რამდენიმე თვეში აპირებს და სარეჟისორო საქმიანობას მთლიანად ჯონ ლი ჰენკოკს აბარებს.

სიუჟეტი მოგვიყვება, როგორ დაიწყო მაკდონალდების მიერ შექმნილი რესტორნის წარმატება და როგორ დადგა ამ რესტორნების გაფართოების საკითხი დღის წესრიგში. McDonald-s-disney-crossover-32874233-1500-1000ვინაიდან დიკ და მაკ მაკდონალდებს არ სურდათ პირადად გაეკონტროლებინათ მათი ბიზნესის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძმებმა რეი კროკი ექსკლუზიურ აგენტად დაიქირავეს. სწორედ მან მოახერხა ის, რომ ყველა ფილიალში შეენარჩუნებინა მაკდონალდების მთავარი პრინციპები: ხარისხიანი საკვები, წარმოების სისტემა, სწრაფი და მეგობრული სერვისი. ეს პრინციპები კი თავისი პრინციპებით – მაღალი სტანდარტის სისუფთავით, ხარისხით,Fred-Turne-Ray-Kroc სერვისით, კულტურითა და ხელმისაწვდომობით შეავსო. ამას მოჰყვა “მაკდონალდსის” გაფართოება უკვე მსოფლიო მასშტაბით. ახალი ფილმი სწორედ იმაზე მოგვიყვება, როგორ შეძლო კროკმა ერთი სამხრეთკალიფორნიული რესტორნის ყველაზე პოპულარულ საკვებ ობიექტად ქცევა.

სცენარი რობერტ სიგელს ეკუთვნის. ჯერჯერობით უცნობია პრემიერის სავარაუდო თარიღი.

Print