რუბრიკები
ჯენიფერ ლოპესსა და ვიოლა დეივისს კიდევ ერთი ფილმი გააერთიანებთ

Samuel Goldwyn Films-მა ჩარლზ სტოუნ III-ის ახალი სურათის სადისტრიბუციო უფლებები მოიპოვა. “ლილა და ივი” – ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ვიოლა დეივისი და ჯენიფერ ლოპესი ასრულებენ. ეს მათთვის რიგით მეორე თანამშრომლობაა. viola-davis-jennifer-lopez-lila-and-eveმსახიობები ერთად 1998 წელს გადაღებულ ნამუშევარში “ჰორიზონტს მიღმა” მონაწილეობდნენ.

ფილმის პრემიერა უკვე შედგა სანდენსის კინოფესტივალზე. Goldwyn-ის წარმომადგენელს თუ დავუჯერებთ, “ლილა და ივი” საერთაშორისო ასპარეზზე 2015 წელს წარსდგება. შესაბამისად, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს.

დეივისი განასახიერებს ლილას – დედას, რომელსაც შვილი მოუკლეს. ჯენიფერ ლოპესი კი, რომელიც ივის როლს ასრულებს, არანაკლებ მდგომარეობაშია გამომდინარე იქიდან, რომ მისი ქალიშვილის ცოტა ხნის გარდაცვლილია. Fashion Rocks 2014ლილაც და ივიც სპეციალურ შეკრებებს ესწრებიან და სწორედ იქ იცნობენ ერთმანეთს და ერთიანდებიან იმ სასამართლოს წინააღმდეგ, რომელსაც მკვლელების პოვნა არ შეუძლია.

ფილმში შია უიგჰემი, იულიუს ტენონი, ქრის ჩოკი და ანდრე როიოც მონაწილეობენ. ჯერჯერობით უცნობია მსოფლიო პრემიერის ზუსტი თარიღი.

Print