რუბრიკები
პორტის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიები ანაკლიაში იმყოფებოდნენ (ვიდეო)
„ანაკლია დეველოპმენთ კონსორციუმის“ წარმომადგენლები მომავალი პორტის მდებარეობას ადგილზე გაეცნენ. პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსმა დავით ჯავახაძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერეს. 11043206_448238875323713_8559719138931376718_n   კონსორციუმი რამდენიმე კომპანიას აერთიანებს,რომელთა შორის არიან ამერიკული „კონტი ჯგუფი“ და „თი ბი სი ჰოლდინგი". ანაკლიის პორტის მშენებლობაში დაინტერესბული 7 კომპანია პორტის პროექტთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ფინანსურ წინადადებებს მთავრობას მიმდინარე წლის 16 აპრილს წარუდგენს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამავე წლის სექტემბერში გამოვლინდება, ხოლო  პროექტის განხორციელება - მომავალ წელს დაიწყება.  პორტის გარდა, ანაკლიაში ლოჯისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება და საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. 
Print