ზუგდიდში ოჯახში ძალადობის თემაზე ფორუმი გაიმართა (ვიდეო)
15:19 / 04.03.2015
დღეს ზუგდიდში ასოციაციამ "მერკური", "სამეგრელოს გენდერულ ქსელთან" ერთად, თემაზე "ოჯახში ძალადობის პრევენცია სამეგრელოს რეგიონში" ფორუმი გამართა.
შეხვედრაზე სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში ოჯახში ძალადობის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს. ფორუმს მუნიციპალიტეტის, პოლიციის, სახალხო დამცველის აპარატის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელები დაესწრნენ.
"ვეცნობით ინფორმაციას, თუ რა სიტუაციაა სამეგრელოში ოჯახში ძალადობის მხრივ და რა ღონისძიებები ტარდება პრევენციის მიზნით. ასევე ვმსჯელობთ, დამატებით რა შეიძლება გაკეთდეს აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. ინფორმაციების გაცვლის შემდეგ, სხვადასხვა უწყებებს რეკომენდაციებით მივმართავთ. მათ შორის პოლიციას, ადგილობრივ ხელისუფლებას და სხვა", - თქვა "მერკურის" ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ.
ასოციაცია "მერკური" ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაა.
მასალის გამოყენების პირობები