რუბრიკები
ზუგდიდში ჭადრაკში რეგიონული ჩემპიონატი დაიწყო
4 მარტს  ზუგდიდის  საჭადრაკო სკოლაში გაიხსნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში 16, 12 და 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება.   მასში 80 -მდე მოჭადრაკე იასპარეზებს. 8 მარტს, შეჯიბრების დახურვის დღეს, ასევე გაიმართება რეგიონის ჩემპიონატი 16 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ელვისებურ ჭადრაკში. პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის მიერ დაწესებული თასებით,  მედლებით და დიპლომებით,  მეორე-მესამე ადგილის პრიზიორები- მედლებით და დიპლომებით. 
Print