ფიზიკური დაპირისპირება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში (ვიდეო)
14:58 / 06.03.2015
დღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თავდაპირველად, შელაპარაკება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუასა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ბათლომე შელიას შორის მოხდა. რის შემდეგ, გიორგი თოდუამ საკრებულოს წევრს წყლით სავსე ბოთლი ესროლა. შეხლა-შემოხლაში "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი ჩაერთო. დაპირისპირებული დეპუტატები რამდენიმე წუთში საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ და სხვა წევრებმა გააშველეს.
საკრებულოს წევრებს შორის უთანხმოება გუშინ "ფეისბუკზე" "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატისა და "ზუგდიდის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის ანა წითლიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა.გიორგი თოდუას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის " დეპუტატმა ბათლომე შელიამ ერთ-ერთ კომენტარში ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. წითლიძის "პოსტი" "ზუგდიდის განვითარების ცენტრის" დაფინანსების საკითხს ეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები