რუბრიკები
ანა წითლიძე სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ანა წითლიძე, რომელიც ამავდროულად „ზუგდიდის განვითარების ცენტრს“ ხელმძღვანელობს, განცხადებას ავრცელებს. ის ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება.  წითლიძე დღევანდელ სხდომას არ დასწრებია, რადგან საქართველოში არ იმყოფება. საკრებულოს წევრის განცხადებას  რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

„ის, რაც დღეს ზუგდიდის საკრებულოში მოხდა არის პანიკაში ჩავარდნილი ხელისუფლების ქმედებები. მე მესმის ბატონი თოდუასი რომ ძალიან ცუდ დღეშია ჩავარდნილი და არც პოლიტიკური, არც პროფესიონალური და არც ადამიანური რესურსი არ ყოფნის საკუთარ თავში სახელმწიფოებრივად იაზროვნოს, თუმცა კი ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა.

მკაფიოდ ვაცხადებ, რომ  "ზუგდიდის განვითარების ცენტრი" გამიჯნულია ნებისმიერი პატრიული გავლენისგან, ფრაქციისგან თუ პოლიტიკური პირისგან. ეს არის მოხალისეობრივი პროექტი, რომელის ერთადერთი მიზანი უფასო განათლების ხელშეწყობაა. მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც თანაგრძნობით ეკიდება "ზუგდიდის განვითარების ცენტრის" ირგვლი ატეხილ აჟიოტაჟს და უსამართლობას, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახროციელებს 1300 მსმენელზე, მაგრამ ნებისმიერი ასეთი ფაქტი, როგორიცაა საკრებულოში ჩხუბი პირადაპირ ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს რომლებსაც ბავშვებს ცენტრში ვუნერგავთ: სიყვარულს, წინსვლას, განათლებას, პატრიოტიზმს, ერთობას, სოლიდარობას.

ამიტომ, გთხოვთ ყველას, განსაკუთრებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომ გააკეთოს ყველაფერი რათა ბავშვების მომავალი ახალი დაპირისპირების მიზეზი არ გახდეს.  "ზუგდიდის განვითარების ცენტრი" კატეგორიულად გმობს საკრებულოს მხრიდან  ცენტრის მსმენელებზე ზეწოლას და რეკვებს გაუგებარი კითხვებით, რაზეც ოფიციალური კომენტარი ცენტრის ადმინისტრაციიდან უკვე გაკეთდა“,-ნათქვამია ანი წითლიძის განცხადებაში.
Print