მიგრანტთა რეინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამის პრეზენტაცია ზუგდიდში
17:27 / 06.03.2015
დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამის პრეზენტაცია ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განხორციელდა და მისი მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის გაცემა სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის სხვადასხვა სერვისის შეთავაზების მიზნით, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პროცესს, მეორეს მხრივ, ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებასა და გაძლიერებას, რათა სამომავლოდ მათ დამოუკიდებლად შეძლონ ბენეფიციარებთან კომპლექსური მუშაობა.
პროგრამით გათვალისწინებული სერვისები მოიცავს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ,პროფესიული სწავლების, სოციალური პროექტების და ანაზღაურებადი სტაჟირების დაფინანსებას.
პროგრამის პრეზენტაციას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები