რუბრიკები
ალეკ ბოლდუინი ნიუ-იორკის მერი გახდება
NBC-ს კომედიის „სცენარისტები“ ვარსკვლავი ალეკ ბოლდუინი ტელევიზიაში Universal Television-ისა და HBO-ს ჯერ კიდევ უსახელო პროექტით დაბრუნდება. ის სერიალში ითამაშებს ჯო ბერნს – მილიონერს, დეველოპერს, ცოლს გაშორებულ მამას, ფილანტროპს და საზოგადოების შეუცვლელ წევრს, რომელიც მოულოდნელად ნიო-იორკის მერის პოსტს მიიღებს. როგორც Deadline იტყობინება, სცენარს უელს ტაუერი დაწერს, ხოლო ბოლდუინი და კერი ბროკაი ერთსაათიანი პილოტის აღმასრულებელი პროდუსერები იქნებიან. წინასწარი ინფორმაციით, გადაღებები ნიუ-იორკში მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაივლის. „მე და კერი ამის გადაღებას ათი წლის წინ ვაპირებდით, მაგრამ თავგზა ლორნ მაიკლზმა და თინა ფეიმ ამირიეს და „სცენარისტებში“ გავიჭედე“, – კომენტარი გააკეთა მსახიობმა. შეგახსენებთ, რომ ბოლდუინი ჯეკ დონაგანის როლის შესრულებისთვის „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა. 2011 წელს The New York Times-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ის ლიბერალია და აპირებს, რომ ერთხელ ნიუ-იორკის მერი გახდეს.
Print