რუბრიკები
პეროგი
რეცეპტის ინგრედიენტები: 4 ცალი კვერცხი 2 ჭიქა შაქარი 125 გრამი მარგარინი 125 გრამი ზეთი 150 გრამი არაჟანი 125 გრამი რძე 2 ცალი ვაშლი ვანილი 3,5-4 ჭიქა ფქვილი 1 პაკეტი (18გრ) გამაფხვიერებელი მომზადების წესი: 1. კვერცხი, შაქარი და ვანილი გავთქვიფოთ მიქსერით. ამას დავამატოთ ცეცხლზე გამდნარი მარგარინი, ზეთი, არაჟანი და რძეში გახსნილი გამაფხვიერებელი. ბოლოს დავამატოთ ფქვილი. 2. საცხობ ფორმას წავუსვათ მარგარინი, ძირშიც და გვერდებშიც. ათქვეფილ მასაში ჩავაჭრათ 2 ვაშლი, შემდეგ ჩავასხათ ის ფორმაში და ზემოდან მოვაწუწოთ ვაშლის ჯემი. 3. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში. რომ გაცივდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
Print