რუბრიკები
ქათმის ფილე თაფლით და სეზამის მარცვლებით
ინგრედიენტები: 600 გ ქათმის ფილე 4-5 ღერი მწვანე ხახვი 20 გ სეზამის მარცვალი 7 ს.კ. სოიოს სოუსი 3 ს.კ. ძმარი ბალზამიკო 2 ს.კ. თაფლი 1 ს.კ. სახამებელი 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი შავი პილპილი მომზადება: ქათმის ფილე მოხარშეთ, ოდნავ შეაგრილეთ და ხელით დაჩეჩეთ. მოამზადეთ სოუსი: ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ ხის კოვზით. შემდეგ ნელ-ნელა ჩაამატეთ სოიოს სოუსი, ბალზამიკო, სახამებელი, 50 მლ წყალი, პილპილი და ერთხელ წამოადუღეთ (თან მუდმივად ურიეთ). სოუსი უნდა მომზადდეს ძალიან დაბალ ცეცხლზე. დაჩეჩილი ქათმის ფილე ჩაყარეთ სოუსში და სწრაფად აურიეთ. 1-2 წუთში კერძი მზადაა. ხორცი გადმოიღეთ თეფშზე, მოაყარეთ სეზამის მარცვალი და დაჭრილი მწვანე ხახვი. გემრიელად მიირთვით!
Print