დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში დისკუსია გაიმართა თემაზე „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა და აქტიურობა“. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დამსწრეებმა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობაზე, არსებული ბარიერებისა და მათი გადალახვის გზებზე, ასევე კვოტირების უარყოფით და დადებით მხარეებზე იმსჯელეს.
მასალის გამოყენების პირობები