რუბრიკები
ზუგდიდში 15 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა
449 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა. შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელს სხდომაზე დამტკიცდა. დევნილთა სამინისტროს ცნობით, დევნილებს ფართები საკუთრებაში გადაეცემათ შემდეგ ქალაქებში: თბილისი - 191 დევნილი ოჯახი, წყალტუბო - 179 დევნილი ოჯახი, სენაკი - 30 დევნილი ოჯახი, მარტვილი - 12 დევნილი ოჯახი, აბაშა - 19 დევნილი ოჯახი, ზუგდიდი - 15 დევნილი ოჯახი და ბათუმი - 3 დევნილი ოჯახი. უწყების განმარტებით, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მართლზომიერ  ფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის შესახებ" პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
Print