რუბრიკები
ქარმა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლები დააზიანა (ვიდეო)
12 მარტს, საღამოს ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პირველადი მონაცემებით სხვადასხვა სოფლებში ქარმა 51 საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სახლების ნაწილს სახურავი მთლიანად ახდილი აქვს, დანარჩენს კი ნაწილობრივ. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ წუთებში დგინდება. დაზარალებული ოჯახები წუხელვე მოინახულა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
Print