რუბრიკები
ახალგაზრდულმა ცენტრმა „ ორტუსი“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა (ვიდეო)
პროექტის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ასოციაცია "ათინათის"ახალგაზრდული ცენტრი „ორტუსი“ ახორციელებს, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა სამი წლის განმავლობაში განხორციელებული პროეექტების,სათემო და საქველმოქმედო აქტივობების, ახალგაზრდების წარმატების ისტორიები, ასევე მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების პრეზენტაციები წარმოადგინეს. პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის მარტში დასრულდება.  მისი მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო აქტივიზმის და კულტურის დანერგვა,ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერება. პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას საქართველოს გაეროს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რეგიონში მოღვაწე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის პარტნიორი სამეგრელოს რეგიონში არის ასოციაცია „ ათინათი“ და მას ახორციელებს „ საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) „ აშშ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)“ ფინანსური მხარდაჭერით .
Print