რუბრიკები
ზუგდიდში როლანდ ახალაიას სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა (ვიდეო)
ფილმის „სააკაშვილის 9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ პრეზენტაციის შემდეგ ღონისძიებაზე შეკრებილმა ხალხმა ზუგდიდის მაჟორიტარი-დეპუტატის როლანდ ახალაიას საცხოვრებელ სახლთან გადაინაცვლა, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართა. AKCIA აქციის მონაწილეების განცხადებით, ფილმის ნახვის შემდეგ ახალაიების და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების მიმართ პროტესტის გრძნობა გაუმძაფრდათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს შეეხსენებინათ მათთვის მათივე მმართველობის პერიოდის ქრონიკა.
Print