რუბრიკები
"ათინათში" პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნეს (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" სააქტო დარბაზში, სამოქალაქო  განათლების პედაგოგთა რეგიონული  ღონისძიებების ფარგლებში  მრგვალი მაგიდა ჩატარდა.  შეხვედრაზე საგნის ექსპერტმა და სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორმა ნინი გვარამაძემ პედაგოგებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებები გააცნო, რომელიც სამოქალაქო განათლების მიმართულებით იგეგმება.  შეხვედრას  პროგრამის - "მომავლის თაობა" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში  არსებული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები დაესწრნენ. ცნობისთვის,  პროგრამა - " მომავლის თაობა" ამერიკული ორგანიზაცია,  PH international-ი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსებით და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამა  საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 485 საჯარო და კერძო სკოლას გაუწევს დახმარებას, მათ შორის სამეგრელოს რეგიონის 53  საჯარო სკოლას.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში სკოლები დამხმარე სახელმძღვანელოებს, სკოლისა და საზოგადოების სასარგებლო პროექტების განხორციელებისთვის მცირე გრანტებს მიიღებენ. დაგეგმილია ასევე  პედაგოგების  გადამზადება.

პროგრამას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია “ათინათი” ახორციელებს.

Print