ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს (ვიდეო)
12:27 / 16.03.2015
შს სამინისტროს ცნობით, ზუგდიდიში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობას" შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით,გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომის უნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან,ისჯება გამასწორებელი სამუშაო ვადით თვრამეთ თვემდე ანთავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინცინდენტის დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი ლევან კონჯარია. ერთ-ერთი დაშავებული ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება, მას ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს.
“ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები