რუბრიკები
სტივ მაკქუინზე ბიოგრაფიულ სურათს იღებენ
Lake Forest Entertainment-ი და Exchange-ი სტივ მაკქუინზე ბიოგრაფიული სურათის გადასაღებად ერთიანდებიან. სურათი მარშალ ტერილის მიერ დაწერილ ბიოგრაფიას დაეფუძნება და მისი პროდუსერები ბრაიან ოში და ჯეფ ბოულერი იქნებიან. “სტივ მაკქუინი: ცხოვრება და ლეგენდები ჰოლივუდის ვარსკვლავზე” 2010 წელს გამოიცა და დიდი რაოდენობით გაიყიდა. ამბავი მოგვითხრობს, როგორ იქცა სტივ მაკქუინი გაჭირვებული ბავშვიდან ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად. მწერალმა 10 წელი გაატარა ვარსკვლავის ცხოვრების კვლევაში. ვარაუდობენ, რომ ფილმს საერთაშორისო პრემიერა ექნება, თუმცა, თარიღი ჯერჯერობით უცნობი რჩება. Steve_McQueen_Persol_3
Print