რუბრიკები
ზუგდიდში ვალუტით მოვაჭრე ქალს თავს დაესხნენ (ვიდეო)
ზუგდიდში,ვალუტით მოვაჭრე გული მალაზონიას 16 მარტს, დაახლოებით 18:00 საათისთვის თავს დაესხნენ. მძარცველები წინ გადაუდგნენ სახლში მიმავალ მის ავტომანქანას, ჩაამსხვრიეს შუშები და სახეზე დაუდგენელი სითხე შეასხეს. თავდამსხმელები ორი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ და მიმალვისას ერთ-ერთს ზუგდიდში, ცხაკაიას ქუჩაზე ცეცხლი წაუკიდეს. გული მალაზონიას თანხა თან არ ჰქონდა. ქალბატონი თავიდან სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც არასტაბილური საციცოცხლო პარამეტრების გამო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოათავსეს. რაც შეეხება სხვა დეტალებს ამ დროისთვის უცნობია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით,რაც ძარცვას გულისხმობს. პოლიცია ამ დროისთვის დაზარალებული პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.მორიგე ექიმის, თეა კვარაცხელიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
Print