რუბრიკები
როგორ უნდა ამოიცნოთ ქალის ხასიათი მისი ფეხსაცმლის მიხედვით
მამაკაცები დიდი ხანია ცდილობენ გარეგნობის მიხედვით ამოიცნონ ქალის ხასიათი და მთელი მონდომებით სხვადასხვა თეორიას აყალიბებენ. ფსიქოლოგებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, ფეხსაცმლის ქუსლის მიხედვით როგორი ხასიათი შეიძლება ჰქონდეთ ქალებს. მაღაქუსლიანი ფეხსაცმელი მაღალქსულიან ფეხსაცმელებს უპირატესობას ანიჭებენ გოგონები, რომლებსაც დაბალი თვითშეფასება აქვთ და მაღალი ქუსლების დახმარებით სურთ სხვებზე უფრო მეტად წარმოჩინდნენ, რათა თავი თავდაჯერებულად იგრძნონ. თუმცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უყვართ იმ ქალებსაც , რომლებსაც ყურადღების ცენტრში უოფნა მოსწონთ, გამომწვევები, სექსუალურები და მომხიბვლელები არიან. წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი წვრილქუსლიან ფეხსაცმელს ირჩევენ მომხიბვლელი გოგონები, რომლებსაც უყვართ ფლირტი და ახალი ნაცნობობა. მათ ძალიან დახვეწილი და ქალური ნატურა აქვთ. ფეხსაცმელი მაღალი პლატფორმით ფსიქოლოგების აზრით, ასეთ ფეხსაცმელს უპირატესობას ანიჭებენ, ქალები, რომლებსაც მტკიცე და პრინციპული ხასიათი აქვთ. მათ არ უყვართ, როდესაც ეკამათებიან, რადგან თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულნი არიან. მათ მეტად არაპროგნოზირებადი ბუნება აქვთ, ამიტომ ფსიქოლოგები მამაკაცებს ასეთ ქალებთან ფრთხილ დამოკიდებულებას ურჩევენ. ფეხსაცმელი დაბალი პლატფორმით ასეთ ფეხსაცმელს რომანტიკული, უკონფლიქტო გოგონები ატარებენ. ისინი მეტად მიზანდასახულნი არიან და სამსახურსა და სწავლაში ყოველთვის წარმატებებს აღწევენ. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ასეთი ფეხსაცმელები უყვართ რბილი ხასიათის, თავშეკავებულ ქალებს, რომლებიც მუდამ ღრუბლებში დაფრინავენ. ხანდახან მათ დეპრესია ეუფლებათ და ხშირად უმიზეზოდ ტირიან. მათთან ურთიერთობისას ადვილია კომპრომისის მიღწევა. სწორძირიანი ფეხსაცმელი ასეთი ფეხსაცმელი აცვიათ ქალებს, რომლებიც მუდამ გადაღლილნი არიან, ბევრს მუშაობენ, კარგი დიასახლისები არიან და თავიანთ სამუშაოს ბრწყინვალედ ასრულებენ. სპორტული ფეხსაცმელი გოგონები სპორტული ფეხსაცმლით, ცვალებადი ხასიათით არ გამოირჩევიან, ისინი კონსერვატიულები არიან და უპირატესობას ანიჭებენ კომფორტს. ადვილად პოულობენ საერთო ენას ახალ ნაცნობებთან, რადგან ყოველთვის გულახდილნი და გულწრფელნი არიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.