როგავების ოთხსულიან ოჯახს ქალაქის საკრებულო დაეხმარა (ვიდეო)
18:21 / 18.03.2015
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიამ ზუგდიდში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მცხოვრები როგავების ოჯახი მოინახულეს. ოჯახს ქალაქის საკრებულოსა და ზუგდიდის განვითარების ფონდის ,,ერთსულოვნება“ მხარდაჭერით სამშენებლო მასალა გადაეცა.
როგავების ოთხსულიან, სოციალურად დაუცველ, ოჯახს საცხოვრებელი სახლის მეორე სართული 2008 წელს მთლიანად დაეწვა, რის გამოც სახლს წლების განმავლობაში აწვიმდა.ოჯახს სახლის შესაკეთებლად სახსრები არ გააჩნდა. დიასახლისის ბაბო ბიგვავას თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ყოფილ ხელისუფლებას დახმარებისთვის, თუმცა მაშინ, დახმარების სახით, მათ მხოლოდ 300 ლარი ჩაერიცხათ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს ხანებში სახლის გადახურვა და გამყარება იგეგმება, რათა ოჯახის წევრებმა მასში უსაფრთხოდ ცხოვრება შეძლონ.
მასალის გამოყენების პირობები