ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულების ახლობლები აქციას მართავენ (ვიდეო)
11:19 / 19.03.2015
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის ედებათ. ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებული 10 პირის ახლობლები სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმეების მიყვანას აპროტესტებენ. რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულები არიან ბრალდებულების დავით ქუხილავას და შორენა ქუხილა და რამაზ უბილავას დედა მანანა ლიპარტელიანი.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი გასული წლის სექტემბერში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები