რუბრიკები
ზუგდიდში სამეჯლისო სპორტული ცეკვების ჩემპიონატი გაიმართა
ზუგდიდის სპორტკომპლექსში ჩატარდა სამეჯლისო სპორტული ცეკვების ჩემპიონატი- ,,საქართველოს თასი-2015“, სადაც მონაწილეობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის სამეჯლისო-სპორტული ცეკვების ანსამბლი ,,ეზი“ (ხელმძღვანელები: გოჩა კაპანაძე და მაია შამათავა).  ევროპული და ლათინო-ამერიკული ცეკვების სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში I ადგილი წყვილებში მოიპოვეს: ტატო ქირიამ და მეგი როგავამ. II ადგილი-ლუკა გობეჩიამ და ნინი როგავამ, ვატო ჭკადუამ და ტატა ჭკადუამ, ლუკა როგავამ და ნინი არქანიამ.  III ადგილი-ლევან ქობალიამ და ანი კვარაცხელიამ, ლევან ქობალიამ და ნინი ჯიქიამ. ინდივიდუალურ პირველობაში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში I ადგილი მოიპოვეს:  კესო ჯაბუამ, ტატა ჭკადუამ, კესო მებონიამ, ლიზი ჯახაიამ,  მეგი როგავამ, ნინი არქანიამ, ნინი ჯიქიამ, აზა ნარმანიამ.  II ადგილი-მია თოდუამ, ნინი თორდიამ, გვანცა ფარულავამ,  III ადგილი-ლიზი ვაშაკიძემ, ნუცა ყურაშვილმა, ნინი ქირიამ, ანი კვარაცხელიამ, სალომე პატარიძემ  და  ანი დარსანიამ.
Print