რუბრიკები
ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოდელი პოდიუმიდან მიდის
ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი, რომელიც Forbes-ის რეიტინგში ზედიზედ 8 ჯერ ლიდერობდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოდელების რეიტინგს, პოდიუმს ტოვებს. 34 წლის მოდელმა, საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სურს ოჯახს და მეუღლეს უფრო მეტი დრო დაუთმოს. როგორც ცნობილია, ბუნდჰენი რეკლამას უწევს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა Chanel-ი, Carolina Herrera, H&M-ი, Pantene და Oral-B. ბუნდჰენი ასევე სახეა საკუთარი კოსმესტიკისა და თეთრეულის ხაზის.
Print