ზუგდიდში "ქართული ოცნების" მხარდამჭერების აქცია დასრულდა (ვიდეო)
20:30 / 20.03.2015
ზუგდიდში, კინოთეატრ "ატრიუმთან" სახალხო მოძრაობა "საზოგადოებრივი დარბაზის" მიერ გამართული საპროტესტო აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა. აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისში ხვალ, 21 მარტს დაგეგმილი საპროტესტო აქცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და მოსახლეობას თბილისში დაგეგმილ აქციაზე გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს. აქციაზე ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურებში დასაქმებულები, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
"ნაციონალური მოძრაობა არ არის ქართული ოცნების ოპოზიცია, ის ქვეყნის ოპოზიციაა. ყველას ვინც მოსყიდულია, ვინც შეცდენილია, ვინც მოტყებულია ვუთხრათ, რომ ეს არის ჩვენი იდენტობისა და ღირსების წინააღმდეგ გალაშქვრა", - თქვა აქციაზე სიტყვის გამოსვლისას " საზოგადოებრივი დარბაზის" წევრმა ლაშა გვასალიამ.
ცნობისთვის, ზუგდიდში მიმდინარე და გასულ კვირაში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ შორის, რამდენიმე აქციას, ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები