რუბრიკები
ფუმფულა ბლინები უფქვილოდ
ინგრედიენტები: შვრია 1 ჭიქა (ჭიქა= 250 მლ) მანანის ბურღული 1 ჭიქა კეფირი 500 გ კვერცხი 3 შაქარი 50-100 გ სოდა 1 ჩ.კ ვანილი ზეთი 3 ს.კ მომზადების წესი: შეურიეთ ერთმანეთს შვრიის ფანტელი და მანანის ბურღული. დაასხით კეფირი და დატოვეთ 2 საათი. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი და სოდა ერთად. დაამატეთ კეფირიან ნარევს. დაამატეთ ზეთი და კარგად აურიეთ. მიიღებთ საშუალო სისქის ცომს. დაასხით საშუალო ცეცხლზე გაცხელებულ მშრალ ტაფაზე და გამოაცხეთ ორიევე მხრიდან.
Print