რუბრიკები
სტაფილოს კატლეტი პატარებისთვის
ინგრედიენტები: 3 ცალი სტაფილი 3 ცალი ვაშლი 3 ჩაის კოვზი მანანის ფხვნილი 1-2 ჩაის კოვზი შაქარი მწიკვი მარილი ზეთი დაფქული ორცხობილა ამოსავლებად მომზადება: სტაფილო გავხეხოთ შედარებით წმინდა სახეხზე, ვაშლი კი მსხვილად. სტაფილო მოვშუშოთ ზეთში სრულ მომზადებამდე. დავამატოთ ვაშლი და კიდევ 5-7 წუთი ვშუშოთ. შევაზავოთ მარილით, შაქრით და დავუმატოთ მანანის ფხვნილი. კარგად ავურიოთ და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. მიღეული მასა გავაცივოთ და კატლეტების ფორმა მივცეთ. ამოვავლოთ ორცხობილაში და ორივე მხრიდან შევწვათ. ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ არაჟნის სოუსი, რომელიც მარტივად მზადდება: არაჟანს დავამატოთ ცოტა შაქრის პუდრა და ვანილი. ამის შემდეგ მოვასხათ კატლეტებს. რჩევა: კატლეტების შეწვისას, ეცადეთ, ნაკლები ცხიმი გამოიყენოთ. უკეთესი იქნება თუ კატლეტებიან ტაფას ღუმელში მოათავსებთ და უცხიმოდ შებრაწავთ.
Print