რუბრიკები
ბულგარული წიწაკა სტაფილოთი
ინგრედიენტები: 12 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა 1,2 კგ. სტაფილო 2 დიდი თავი ხახვი 5 ცალი მოზრდილი პამიდორი ზეთი საჭიროებისამებრ 2 ჩ/კ ძმარი მარილი გემოვნებით პირველი ეტაპი: გარეცხილ ბულგარულ წიწაკას მოვაჭრათ თავი და ამოვასუფთაოთ. მოვაყაროთ მარილი და ჩავალაგოთ ცეცხლზე შემომდგარ ზეთიან ქვაბში. დავუმატოთ 2 ჩ/კ ძმარი. წიწაკა ყველა მხრიდან დარბილებამდე შევწვათ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ ფერი უცვლელი დარჩეს. ამოვალაგოთ და გადმოვიღოთ ლანგარზე. მეორე ეტაპი: იმავე ქვაბში ჩავამატოთ ზეთი და მასში მოვათავსოთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. მოვშუშოთ და დავამატოთ გაფრცქვნილი პამიდორი (დაჭრილ მდგომარეობაში). ვშუშოთ სტაფილოს მოხარშვამდე. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. მესამე ეტაპი: თითოეული შემწვარი ბულგარული წიწაკა კოვზით გავტენოთ ზეთიანი სტაფილოს, ხახვისა და პამიდვრის სოუსით.
Print