რუბრიკები
ბროკოლის კიში
რეცეპტის ინგრედიენტები: 30 გრამი კარაქი 1 თავი ხახვი, თხლად დაჭრილი 1 ჩაის კოვზი (1-2 კბილი) გაჭყლეტილი ნიორი 2 ჭიქა თხლად დაჭრილი ბროკოლი 23 სმ დიამეტრის ცომი ჭიქა ნახევარი გახეხილი ყველი მოცარელა 4 ცალი კვერცხი, კარგად გათქვეფილი ჭიქა ნახევარი რძე 1 ჩაის კოვზი მარილი ნახევარი ჩაის კოვზი შავი წიწაკა 1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი მომზადების წესი: 1. გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე. 2. დადგით ქვაბი საშუალოზე დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ მასში 30 გრამი კარაქი. ჩაუმატეთ თხლად დაჭრილი ხახვი, 2 წუთის შემდეგ – ნიორი ბროკოლი, და შუშეთ, სანამ არ დარბილდება. დროდადრო მოურიეთ. შემდეგ გადაანაწილეთ მომზადებული ბოსტნეული ცომზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი. 3. შეურიეთ რძე და გათქვეფილი კვერცხი. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. ბოლოს შეურიეთ 1 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი და მიღებული მასა ზემოდან მოასხით კიშს. 4. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 30-დან 50 წუთამდე.
Print