რუბრიკები
ჭალადიდსა და პატარა ფოთში სადრენაჟო სისტემის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთისა და ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული სადრენაჟო სისტემების „რიონი-ხობი1"-ისა და „რიონი-ხობი II“-ის სრულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი,ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავა გაეცნენ. სადრენაჟო სისტემა 1400 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს მოემსახურება. სამუშაოების სრული ღირებულება 1,5 მილიონ ლარს შეადგენს და მას შპს „ტერმინალი“ ასრულებს. სამუშაო პროცესში 25 ადგილობრივი მკვიდრია დასაქმებული.
Print