რუბრიკები
ხობსა და ანაკლიაში ღარიბაშვილის ვიზიტი მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა
ხობში პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის  ნაწილმა პროტესტის  ნიშნად, წითელი ბარათები დაახვედრა. ისინი  პრემიერ-მინისტრთან საუბარს ითხოვდნენ, თუმცა აქვე განუმარტეს, რომ მათთან შეხვედრა არ იყო დაგეგმილი. ხობის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ მათ დაპირებები ვერ შეუსრულა და ამიტომ გადაწყვიტეს ჭიშკრებზე წითელი ბარათების დამაგრება. პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლას ანაკლიაში, ასევე წინ უძღოდა საპროტესტო აქცია, რომელიც 40-მდე ანაკლიელმა გამართა.  აქციის მონაწილეებს ხელში წითელი ბარათები ეჭირათ და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.  აქციის ერთ-ერთი მონაწილის ეკა გვილიას თქმით, ანაკლიაში შეჩერდა მშენებლობები, არ იმართება კულტურული ღონისძიებები, რის შედეგადაც აქ ჩამოსვლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. აქციის მონაწილეები ანაკლიაში ფესტივალების ჩატარებას ითხოვდნენ. საპროტესტო აქცია ანაკლიაში პრემიერ- მინისტრის ჩამოსვლამდე დაიშალა.       
Print