რუბრიკები
ღარიბაშვილი ანაკლიაში ბიზნესმენებს შეხვდა (ვიდეო)
"სამეგრელოს განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. პროექტი "ძლიერი რეგიონები - ძლიერი საქართველოსთვის" იქნება ეკონომიკური წინსვლისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ანაკლიაში ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს გააკეთა. "მინდა, გითხრათ, რომ მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ სრულად შეისწავლა ამ რეგიონის შესაძლებლობები, ბუნებრივი რესურსები, ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური რესურსები და ჩვენ გვაქვს სრული სურათი, თუ რა არის საჭირო რეგიონის ფეხზე დასაყენებლად და უკვე გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა," - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის შესწავლის შედეგად რეგიონის განვითარებისთვის 3 ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. ესენია: სოფლის მეურნეობა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური განვითარება შესაბამისი მომსახურებით და ტურიზმი. ღარიბაშვილმა ისაუბრა, თუ თითოეული ამ მიმართულებით რა რესურსი უნდა იქნას გამოყენებული. "მე დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით ამ ულამაზეს რეგიონს სრულიად სხვა მიმზიდველობას შევძენთ და ტურიზმის განვითარების კუთხით იგი ერთ-ერთი გამორჩეული გახდება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
Print