რუბრიკები
ამერიკული უნივერსიტეტების რეგიონული გამოფენა ზუგდიდში (ვიდეო)
ორგანიზაციამ EDUCATION USA, ზუგდიდში,ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და ასოციაცია„ათინათთან“ პარტნიორობით, ამერიკული უნივერსიტეტების რეგიონული გამოფენა გამართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბუკლეტები 20-ზე მეტი ამერიკული უნივერსიტეტის,კოლეჯისა და ამერიკულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების შესახებ. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა მიეღო დეტალური ინფორმაცია საქართველოს პრემიერ- მინისტრის ინიციატივით შექმნილი განათლების ცენტრის შესახებ. გამოფენა ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა და აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ უფასო სემინარებს. მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია,თუ როგორ ჩააბარონ აშშ-ის უნივერსიტეტებში და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აბიტურიენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობასაც სთავაზობს.
Print