რუბრიკები
ეშტონ კატჩერი ელექტრონიკას ყიდის
ეშტონ კატჩერი კომპიუტერულ მარკა Lenovo-სთან თანამშრომლობას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ბრენდის იუმორისტულ სარეკლამო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ის სიდნეის ერთ-ერთ მაღაზიაში ელექტრონიკის გამყიდველი გახდა. ახალი სახით ეშტონმა თავს ყველაფრის გაკეთების უფლება მისცა. მან მოიგონა რთულად გამოსათქმელი სახელები, მაღაზიის შუაში დადგა იმპროვიზირებული საწოლი, აკოცა ასაკოვან ქალს პირდაპირ ტუჩებში და გაერთო ყველანაირად, როგორც მოახერხა.
Print